
„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილსი საქმეზე 17 პირი დააკავეს.
შსს ამასთან დაკავშირებით კომენტარს მოგივანებით გააკეთებს.
შეგახსენებთ, რომ 23 ივნისს, 19 წლის გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 4-დღიანი ძებნის შემდეგ მაშველებმა მდინარე არაგვში იპოვეს.
19 ივნისს, დაახლოებით 11 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები.























