16:50 | 2020-07-05 ავტორი: Prime Time

გიორგი შაქარაშვილის საქმის მოწმე: ანი იყო განერვიულებული და ამის ნიადაგზე ტიროდა კიდეც

გიორგი შაქარაშვილის საქმის მოწმე: ანი იყო განერვიულებული და ამის ნიადაგზე ტიროდა კიდეც

„კურიერმა” მოიპოვა გოგოს ჩვენება, რომელიც 19 ივნისის ღამეს მცხეთის აგარაკზე ანი გაბეჩავას დაბადების დღეზე იყო.

 

გოგონა ყვება, რომ იუბილარის დარწმუნებას ცდილობდა კონფლიქტის შემდეგ, რომ ისინი წასულიყვნენ ლისზე, მათივე მეგობრის საცხოვრებელ სახლში.

 

„თბილისი მოლთან” არმისულები გამოვტრიალდით ანის ნაქირავები სახლისკენ. ანი იყო განერვიულებული და ამის ნიადაგზე ტიროდა კიდეც. მე ვცდილობდი მის დაწყნარებას და ვთხოვდი, რომ გამოგვყოლოდა მე და ირაკლი წაქაძეს ამ უკანასკნელის სახლში.

 

ანი დამთანხმდა და წავედით ლისის ტბის მიმართულებით. ლუკა ბეჟანიშვილის ტელეფონზე დარეკა ვიღაცამ და უთხრა, რომ ვახო ახვლედიანი, გიორგი ქათამაძე და კონსტანტინე ღიბრაძე მცხეთის ცენტრალურ გზატკეცილზე უცხოებმა სცემეს.

 

ამის შემდეგ, ჩვენ ჩავჯექით ირაკლის მანქანაში და წამოვედით ჩვენი უბნის მიმართულებით რადგან ბიჭებს ენახათ ვინმე უფროსი ადამიანები, რომლებთანაც ერთად მივიდოდნენ ჩვენს ნაცემ მეგობრებთან და უსაფრთხოდ წამოიყვანდნენ.

 

„ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტის განცხადებით, ქუთაისში მათი მანქანები დალეწეს 
2020-07-05„ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტის განცხადებით, ქუთაისში მათი მანქანები დალეწეს 

 

 

უბანში როდესაც დავბრუნდით, ვნახე, რომ კონსტანტინე ღიბრაძე უკვე უბანში იმყოფებოდა და ჩემთვის უცნობ პირებთან ერთად იჯდა ვიღაცის მანქანაში. აღნიშნული მანქანა მოუახლოვდა ჩვენს მანქანას, საიდანაც კონსტანტინემ შემოგვძახა, რომ მიდიოდა ჩვენი ნაცემი მეგობრების წამოსაყვანად, მაგრამ თუ სად იყვნენ და ვინ ცემა, მას არ უთქვამს, ვინაიდან მაშინვე დაიძრა აღნიშნული მანქანა.

 

დაახლოებით ერთ საათში ლუკა მოვიდა ჩემს სახლთან და მითხრა, რომ ვახო ახვლედიანი და გიორგი ქათამაძე ნახეს ნაცემები, ხოლო სცემეს უცნობმა პირებმა.

 

ასევე ლუკამ მითხრა, რომ გიორგი შაქარაშვილი და მისი მეგობარი გუკა იყვნენ დაკარგულები. ხოლო დაკარგულები იყვნენ იმიტომ, რომ როგორც ჩემს მეგობრებს, მათაც უცნობმა პირებმა დაუპირეს ცემა, მაგრამ გაიქცნენ და აღარ გამოჩენილან.

 

მეორე დღეს ჩემი მეგობრებისგან შევიტყვე რომ გუკა გამოჩნდა, ხოლო გიორგი შაქარაშვილი კვლავ დაკარგული იყო.

 

როგორც შემდგომ გავიგე, ვახო ახვლედიანი, გიორგი ქათამაძე და კონსტანტინე ღიბრაძე მცხეთის ცენტრალურ გზაზე სცემეს ანის მეგობრებმა. ჩემთვის ცნობილია, რომ გიორგი ქათამაძე როდესაც სცემეს, მან მიიღო სხეულის დაზიანებები, რის გამოც მიმართა სამედიცინო დაწესებულებას დახმარების აღმოჩენის მიზნით,”- ნათქვამია მოწმის ჩვენებაში.

 

შეგახსენებთ, რომ 23 ივნისს, 19 წლის გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 4-დღიანი ძებნის შემდეგ მაშველებმა მდინარე არაგვში იპოვეს.

 

19 ივნისს, დაახლოებით 11 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები.

 

ასევე, ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე პროკურატურამ 17 პირი დააკავა.

ავტორი: Prime Time

X