
მომღერალი მარიკა თხელიძე და პოლიტიკოსი გიორგი მანველიძე დაქორწინდნენ. მომღერლის შესახებ ambebi.ge წერს. როგორც მარიკა თხელიძემ განაცხადა, პოლიტიკოსმა მეუღლემ მას შიში დააძლევინა და ამიტომ, ქორწინებაზე დათანხმდა.
“პირველ ქორწინებაში იყო გიორგი მანველიძეც. როგორც დეკლარაციაში ვკითხულობთ, პოლიტიკოსის მეუღლე ხატია კომახიძე გახლდათ. წყვილს ორი საერთო შვილი ჰყავს, 13 წლის რეზო და 8 წლის ბარბარე მანველიძეები.
მარიკასა და გიორგის ერთმანეთი საერთო მეგობარმა ნინი ქარსელაძემ გააცნო. სიმპათია პირველივე შეხვედრაზე გაჩნდა, თუმცა დამეგობრდნენ. მოგვიანებით ბათუმში დასასვენებლად ჩასული მარიკა მალე მიხვდა, რომ მეგობრობა სიყვარულში გადაიზარდა და სულ სხვა თვალით შეხედა მომავალ ქმარს.

“გიორგიმ შიში დამაძლევინა, გადამალახვინა და მიმახვედრა, რომ მეორედ ამ ნაბიჯის გადადგმით, ჩემი ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვლებოდა…” – იხსენებდა მომღერალი.
გიორგი კი მარიკას, როგორც მომღერლის, თაყვანისმცემელი გახლდათ. უსმენდა მის სიმღერებს, მოსწონდა, მაგრამ ვერასოდეს წარმოიდგენდა, რომ ვარსკვლავი ოდესმე მისი მეუღლე გახდებოდა. წყვილი უკვე ერთად ცხოვრობს, ამჟამად ბათუმში…
ჯერჯერობით არ იციან, სად იცხოვრებენ მომავალში. მარიკა თხელიძე ინტერვიუზე ყოველთვის თავს იკავებს და ამჯერადაც არ სურს, კიდევ ერთხელ თავის გრძნობებზე ხმამაღლა ისაუბროს, ამბობს, რომ ეიფორიაშია და მისი და გიორგის სიყვარული უკვე იმ ფაზამდე მივიდა, რომ მალე ამ ურთიერთობას დააკანონებენ. ქორწილსაც გეგმავენ, მაგრამ როდის, ჯერჯერობით არ იცის…
“ძალიან ბედნიერი ვარ… როდესაც ჩემი და გიორგის ამბავი ჟურნალის საშუალებით გავრცელდა, უცნობმა ადამიანებმაც ძალიან დიდი სითბო გამოხატეს ჩვენს მიმართ. დღემდე ამით ვიმუხტებით და მადლობა მინდა ყველას გადავუხადო, ვინც კეთილი სურვილები არ დაგვაკლო და ყველაფერი კარგი გაიმეტა ჩემთვის. საერთოდ სოციალურ ქსელში არ ვარ აქტიური და არც კომენტარებს ვკითხულობ ხოლმე.
არის საზოგადოების ნაწილი, რომელსაც არავისი არაფერი მოსწონს. არ მაქვს პრეტენზია ყველას მოვწონდე, არავის არაფერს ვუშავებ, გარდა იმისა, რომ ყველას როგორც მოყვარეს, ისე მტერს კარგს ვუსურვებ. ზოგადად, სკანდლურ რესპონდენტად არ ვითვლები. ჩემი ოჯახიდან, აღზრდიდან და სტერეოტიპებიდან გამომდინარე არ ვარ ქაოსში ჩართული.
ერთი-ორი ცოტა ისეთი კომენტარი რაღაც თუ ეწერა პოლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარე, ეს მათ ზნეობაზე და მორალზე მეტყველებს. ამ ადამიანებსაც მინდა, რომ სიკეთე და ბედნიერება ვუსურვო, ისეთი ბედნიერება, როგორსაც ახლა მე და გიორგი განვიცდით…” – ამბობს მომღერალი ინტერვიუში.






















