15:03 | 2020-05-05 ავტორი: თეონა ყაჭიური

გიორგობის დღესასწაულზე ტაძრებთან მანქანით გადაადგილება აიკრძალება

გიორგობის დღესასწაულზე ტაძრებთან მანქანით გადაადგილება აიკრძალება

შიდა ქართლის გუბერნატორის, გიორგი ხოჯევანიშვილის განცხადებით, 6 მაისს, გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით საგანგებო შტაბი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს.

 

გუბერნატორის განამრტებთ, იმ ტაძრებთან, სადაც დღესასწაულზე მრევლი ტრადიციულად მასიურად იკრიბება, მანქანებით გადაადგილება აიკრძალება.

 

ასევე, მრევლის ნაკადი მკაცრად გაკონტროლდება სოციალური დისტანციის დაცვის მიზნით.

 

რაც შეეხება აგრობაზრებს, 2 ბაზარი შემოწმდა და მუშაობის განახლების უფლება ხაშურის ბაზარს მიეცა. ის ფუნქციონირებას უკვე ხვალ დილიდან შეძლებს.

 

ავტორი: თეონა ყაჭიური

X