12:00 | 2021-11-04 ავტორი:

„გირჩი – მეტი თავისუფლების“ აქტივისტზე თავდასხმის გამო ორი პირი დააკავეს

„გირჩი – მეტი თავისუფლების“ აქტივისტზე თავდასხმის გამო ორი პირი დააკავეს

გირჩი – მეტი თავისუფლების აქტივისტზე, გიორგი ბალხამიშვილზე თავდასხმის გამო სამართალდამცველებმა ორი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

უწყების ცნობით, ბრალდებულებმა N12 პენიტენციურ დაწესებულებასთან გამართული აქციის ერთ-ერთ მონაწილეს ციხიდან სახლში დაბრუნებისას, რუსთავში, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

 

“საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ძალადობის ბრალდებით, 2 პირი: 2000 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ე.ა. და 2001 წელს დაბადებული რ.ჭ დააკავეს.

 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 3 ნოემბერს, N12 პენიტენციურ დაწესებულებასთან გამართული აქციის ერთ-ერთ მონაწილეს – 1999 წელს დაბადებულ გ.ბ.-ს, აქციიდან სახლში დაბრუნებისას, რუსთავში, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს“, – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

ძალადობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს.

 

თავად გიორგი ბალხამიშვილი აცხადებს, რომ მას თავს სამი პირი დაესხა.

ავტორი:

X