14:41 | 2021-04-03 ავტორი: სალომე ნეფარიძე

„გირჩი“ ქლიავების პარტიაა, ალეკო ელისაშვილი კობახიძეზე უფრო უარესი „ქოცი“ – გიგი უგულავა

„გირჩი“ ქლიავების პარტიაა, ალეკო ელისაშვილი კობახიძეზე უფრო უარესი „ქოცი“ – გიგი უგულავა

ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა აცხადებს, რომ „გირჩი“ ქლიავების პარტიაა.

 

„ალეკო ელისაშვილს რა დაეჯერება, კობახიძეზე უარესია და უფრო ქოცი, იმის მიხედვით რასაც იძახის, ის კობახიძეზე უფრო მეტად ახმოვანებს ხელისუფლებას. რაც შეეხება „გირჩს“, ეგ ქლიავების პარტიაა“, – აღნიშნა გგი უგულავამ.

 

გიგი უგულავა ამ კომენტარით პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ალეკო ელისაშვილი ევროპული ფასილიტაციით გამართული მოლაპარაკების მეორე რაუნდის ჩაშლაში ოპოზიციას ადანაშაულებს.

 

ცნობისთვის, ამ წუთებში ლეიბორისტული პარტიის ოფისში ოპოზიციის ლიდერების შეხვედრა მიმდინარეობს. ხელისუფლების ოპონენტები სამომავლო გეგმებს და და 15 მაისს დაგეგმილ აქციას განიხილავენ.

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X