20:22 | 2020-12-04 ავტორი: თამარ ბუჩუკური

„გირჩის“ დამფუძნებლები ზურა ჯაფარიძეს მხარდაჭერას უცხადებენ

„გირჩის“ დამფუძნებლები ზურა ჯაფარიძეს მხარდაჭერას უცხადებენ

ზურა ჯაფარიძისა და ხვიჩია-მეგრელიშვილის დაპირისპირებას სოციალურ ქსელში გირჩის დამფუძნებლები ეხმაურებიან. სანამ საზოგადოებისთვის გირჩის ლიდერების პოზიცია გახდებოდა ცნობილი, მანამდე – რამდენიმე დღით ადრე, იაგო ხვიჩიას განცხადებას ბავშვთა პედოფილიაში მხილებული მამაკაცის მხარდაჭერის შესახებ, ნინო დარსაველიძე გამოეხმაურა და გირჩის მოვლენების განსახილველად ბორდის მოწვევა დააანონსა.

 

ნინო დარსაველიძის გარდა, ჯაფარიძისა და ხვიჩია-მეგრელიშვილის დაშლას სოციალურ ქსელში პარლამენტის ყოფილი წევრები და პარტიის დამფუძნებლები – პალიკო კუბლაშვილი, გოგა ხაჩიძე და გიორგი მელაძე გამოეხმაურნენ.

 

გირჩის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი გოგა ხაჩიძე, სოციალურ ქსელში პარტიაში მიმდინარე პროცესებს ასე გამოეხმაურა:

 

„გირჩი – სახელად პარტიას მე დავარქვი. შემდეგ ისე მოხდა, რომ შენი (ზურაბ ჯაფარიძე) ნაწილობრივი ”ნათლიაც” გამოვედი. „გირჩი” იდეაა, უნიკალური იდეა და ამ იდეის მთავარი მამოძრავებელი კაცი, რა თქმა უნდა, შენ ხარ! ეს, ასე იყო დასაწყისიდან და ასეა ახლაც.

 

თუ ვინმე ამ ფაქტობრივ მოცემულობას არ აღიარებს, უბრალოდ სასაცილოა. მე ვიცი, რა პრობლემები იყო „გირჩში“; ისიც ვიცი რამხელა მოთმინებით სცადე ამ პრობლემების მოგვარება ბევრჯერ; ვიცი, როგორ აგროვებდი, „გირჩიდან“ არადამიანური მოქცევის გამო წასულ/გაქცეულ ადამიანებს; ვიცი, როგორ სათითაოდ აგროვებდი და აგროვებ „გირჩის“ მხარდამჭერებს… მესმის რა ძნელია, როცა შენს შეგროვებულს და შენს ნაწვალებს ვიღაც ანიავებს… ჩემი მხარდაჭერა შენ და ყველა იმ გირჩელს ვინც გვერდით გიდგას“, – წერს გოგა ხაჩიძე.

 

გირჩის კიდევ ერთი დამფუძნებელი, გიორგი მელაძე პარტიის შექმნის ისტორიას იხსენებს და წერს, რომ დამფუძნებლებმა თანამოაზრეებთან ერთად, გირჩის თავმჯდომარედ ზურაბ ჯაფარიძე აირჩია…

 

“პოლიტიკური პარტია “გირჩის” შექმნის იდეაზე მუშაობა დავიწყეთ ოთხმა ადამიანმა: ზურა ჯაფარიძემ, პალიკო კუბლაშვილმა, გოგა ხაჩიძემ და მე! შემდეგ შემოვიკრიბეთ სხვა თანამოაზრეები და ფილარმონიაში ჩავატარეთ პარტია “გირჩის” სადამფუძნებლო კრება, რომელზეც ავირჩიეთ ბორდი და პარტიის ლიდერად და თავმჯდომარე.” – წერს გიორგი მელაძე. 

 

უცნობია პალიკო კუბლაშვილის პოზიცია, რადგან ის მომხდარს ფოტო კომენტარით გამოეხმაურა...

 

 

“ესაა ჩემი კომენტარი” – დაწერა პალიკო კუბლაშვილმა და პოსტს ეს ფოტო დაურთო.

 

 

 

 

რაც შეეხება ნინო დარსაველიძეს, მან ვრცელი პოსტი 1-ლ დეკემბერს დაწერა, სადაც იაგო ხვიჩიას პოზიციას (ბავშვთა პორნოგრაფიისთვის დაკავებული მამაკაცის მხარდაჭერა) გმობს და დამფუძენებლთა საერთო კრების მოწვევას ითხოვს.

 

“წარმოიდგინეთ ბავშვი, რომელსაც აუპატიურებენ. იაგო ხვიჩია თანახმა ხარ? მესმის რომ ნაბოკოვი, და ილია ხარ ჭავჭავძე ერთად, და ზურა ჯაფარიძეც დაარწმუნე მაგაში, კიდე ერთ ნაკოლს მოგცემთ, “პაზოლინი მოკლეეს” – ესეც შეგიძლიათ იყვიროთ. ზურა ჯაფარიძე – შენი ელეგანტური, ასტრალში გასული დუმილი ამჯერად არ მუშაობს, სამი შვილის მამა ხარ, შენ რომ გუმბერტ გუმბერტს გადაეყარო, რას უზამდი? სწორი ადამიანი მგონიხარ და ადამიანებში იშვიათად ვცდები, არ მინდა, რომ შენში შევცდე. რომ მივდიოდი, გეუბნებოდი, რომ დაგღუპავენ ესენი, არ დამიჯერე. ეხლა მაინც გჯერა? ვერ გრძნობ ამ ბავშვის ტკივილს და შიშს?? მე როგორც გირჩის დამფუძნებელი, ვითხოვ დამფუძნებელთა საერთო კრებას. ყრილობის შესახებ ჩემთვის არავის უცნობებია, შესაბამისად, ახალი ბორდიც ეჭვქვეშაა. თუ ვინმეს აინტერესებს, რატომ არ მკიდია გირჩი, ამოიღეთ აუდიტიდან ჩემს მიერ გაკეთებული დამფუძნებლის შენატანი და მიხვდებით. როდესაც 22 ადამიანი ვაფუძნებდით გირჩს, როდესაც უამრავმა ადამიანმა ჩადო ძალისხმრვა იმაში, რომ ამ პოლიტიკური გაერთიანების ხმა ისმოდეს, ძალიან ცოტას ექნებოდა ჩაფიქრებული, რომ პედოფილიის მოხმარების გაპრავებამდე დავა ეს გაერთიანება და დასაბმელი გახდება. გახდა…

 

ამ სიგიჟეს თუ არ გავაჩერებთ, ბოსხის ჯოჯოხეთამდე მივალთ. თქვენ დაგედოთ ვახტანგ მეგრელიშვილის ცოდვა, პარტიიდან სანამ წავიდოდი, დერეფანში გამაჩერა და მითხრა, წადი ბავშვებს მიხედეო. ფასდაუდებელი რჩევა იყო. ბავშვებს უნდა მივხედოთ ყველამ და იმის დაშვება, რომ თურმე ტაილანდში რომ ბავშვს აუპატიურებენ, ამაზე სამეგრელოში ვიღაცა რომ მასტურბირებს, ნაბოკოვის მკიტთხველია თურმე და კიშლიოვსკის დეკალოგის მაყურებელი და არ უნდა დავსაჯოთ ამისთვის, ამ იდეას არ შეიძლება, რომ ბუნებაში მიეცეს დაშვების დაშვება. აზრზე მოვიდეთ ყველა ერთად!..

 

იაგოს და ვახოს (მეგრელიშვილის) მიერ დაწერილი რაღაცა ფიქტიური წესები საერთოდ არაფერ შუაშია. გირჩს ჰქონდა მანიფესტი, ის საბუთი, რაზეც გირჩი დავაყენეთ და ბავშვებზე ძალადობის დაშვებას ვინ დაუშვებდა არ ვიცი. თუმცა ჩემი ეჭვები მაქვს.” – წერს ნინო დარსაველიძე.

ავტორი: თამარ ბუჩუკური

X