
პოლიტიკური პარტია „გირჩი“ და ალეკო ელისაშვილის „მოქალაქეები“ 4 წლიანი დაფინანსების გარეშე რჩებიან. ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ ინფორმაცია, როგორც სახელმწიფო აუდიტის სამსახურში, ასევე ცენტრალური საარჩევნო კომისისი პრესსამსახურში დაუდასტურეს.
აუდიტის სამსახურში აცხადებენ, რომ გაფრთხილების წერილის ვადა, ბიუჯეტიდან დაფინანსების მოთხოვნასთან დაკავშირებით, რომლებიც პარტიებს გაეგზავნათ გუშინ ამოიწურა.
ბიუჯეტიდან 4 წლის განმავლობაში „გირჩს“ – 3 113 100 ლარის, ხოლო ალეკო ელისაშვილის „მოქალაქეებს“ – 1 533 720 ლარის დაფინანსების მიღება შეეძლოთ.

შეგახსენებთ, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას დაფინანსების მოთხოვასთან დაკავშირებით შემდეგმა ოპოზიციურმა პარტიებმა მიმართეს
- „ევროპული საქართველო“;
- ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ – გაერთიანებული ოპოზიცია და მასში შემავალი პარტიები:
- „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“
- „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“
- „პროგრესი და თავისუფლება“
- „საქართველოს რესპუბლიკური პარტია“
- „ევროპული დემოკრატები“
- ბლოკი: გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი
- „კანონი და სამართალი“
- „ლელო“
- „ლეიბორისტული პარტია“






















