
გორის სამხედრო ჰოსპიტალში მესამე პრეზიდენტი დედამ, გიული ალასანიამ მოინახულა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს გადაადგილება უჭირს.
„ფსიქოლოგიური ტრავმა, რომელიც მას მიაყენეს ძალიან თვალშისაცემია. ადამიანს ნორმალურად სიარული უჭირს, დაფრინავდა ხოლმე. ვეღარ დადის ადამიანი. დაანონსდა აქცია. ამ აქციაზე დიდ იმედებს ამყარებს. ფიქრობს, რომ ძალის ჩვენება არის მისი სიცოცხლის გადარჩენის აუცილებელი საშუალება.
მე როგორც ადრე, მსურს, რომ გაიაროს რეაბილიტაცია. რაღაც მედიკამენტები ეძლევა რა თქმა უნდა, ექიმები აკონტროლებენ და ფიქრობენ, რომ ეს ყველაფერი მისაღებია. ეს ფსიქოლოგიური მომენტები რაცაა, მაგის მკურნალობას ვერ ვხედავ. დღეს, მაგალითად, სულ არ მომეწონა. ვერ დადის, გადმოდის და ვერ ადგამს ფეხს. არ არის ნორმალური მდგომარეობა.“- განაცხადა ალასანიამ.






















