
საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია ჯანდაცვის სამინისტროში მივიდა.
ალასანია ამბობს, ჯანდაცვის სამინისტროდან რამდენიმე საათის წინ დაურეკეს და დაიბარეს, ხოლო ის თუ ვის ხვდება და რა საკთხზე, მისთვის ჯერჯერობით უცნობია.
„ამ დაწესებულებიდან დამირეკეს და მითხრეს, რომ 9 საათზე აქ ვიყო. საეჭვოც არაფერია, რომ ადამიანს კლავენ, ეს ვიცი ზუსტად, მეტი არაფერი“, – განაცხადა გიული ალასანიამ.























