19:15 | 2021-11-17 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

გიული ალასანია სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგს ეხმაურება

გიული ალასანია სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგს ეხმაურება

ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის საგანგებო ბრიფინგს ეხმაურება.

 

ალასანიას თქმით, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის დღევანდელი განცხადება მისთვის იმედისმომცემია.

 

სამწუხაროდ, მხოლოდ ფრაგმენტები მესმოდა, მაგრამ მომეჩვენა, რომ დადებითისკენ წავიდა ეს ყველაფერი, თითქოს, ამჯერად მისი გამოსვლა მისაღები და იმედისმომცემი იყო“, – განაცხადა გიული ალასანიამ. ამჯერად მაქვს კლინიკაში გადაყვანის მოლოდინი, რაც პრეზიდენტის დღევანდელმა გამოსვლამ გამიჩინა. მოლოდინი მაქვს, რომ ძალიან სწრაფად შეიცვლება ვითარება, ამ გამოსვლამ ასეთი მოლოდინი გამიჩინა. უკვე დიდი ხნის წინ უნდა ყოფილიყო გადაყვანილი სამოქალაქო საავადმყოფოში“, – განაცხადა ალასანიამ.

 

ზურაბიშვილის თქმით, „თუ ვთანხმდებით, რომ ექსპრეზიდენტი რიგითი პატიმარი ვერ იქნება, ასევე უნდა შევთანხმდეთ, რომ საფრთხეებიდან გამომდინარე, მისი სამოქალაქო სივრცეში გადაყვანა უფრო რთულად განსახორციელებელია“, მანვე განაცხადა, რომ „კანონის წინაშე ყველა ერთია, მაგრამ ციხეში მყოფი ექსპრეზიდენტი ვერ იქნება რიგითი პატიმარი, ქვეყნის სახე იმაში გამოიხატება, როგორ მოვეპყრობით მას“.

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X