
თემურ ალასანიას საქართველოში ჩამოსვლა მედიის ყურადღების მიღმა არ დარჩენილა, თუმცა, ჟურნალისტების კითხვებს არ უპასუხა.
კავკასიის საკითხებში ექსპერტი მამუკა არეშიძე „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ „მისი ჩამოსვლა უკავშირდება „ნაციონალურ მოძრაობაში“ შიდა გარჩევების მოწყობას, ანუ მან პარტიაში სიტუაცია უნდა დაალაგოს.
ბიზნესმენი ძმის ქვეყანაში დაბრუნებას კი გიული ალასანია შემდეგნაირად განმარტავს:
„მრავალი წელია, აქ არ ყოფილა. ჩამოვიდა, მოენატრა აქაურობა. გარდა ამისა, ჩამოვიდა, რათა მხარი დამიჭიროს. რა თქმა უნდა, სურს შესვლა, მაგრამ დეტალები არ ვიცი“, – განაცხადა ალასანიამ.
შეგახსენებთ, თემურ ალასანიას გავრცელებული ჩანაწერი უკავშირდება, რომელშიც, სავარაუდოდ, ის მიხეილ სააკაშვილს ესაუბრება. საუბრის დროს ალასანია შეურაცხმყოფელ სიტყვებს იყენებს ქართველი ხალხის მისამართით და სავარაუდოდ, შეკვეთილ მკვლელობას გეგმავს.






















