01:00 | 2020-09-15 ავტორი: Prime Time

გიული ალასანიას წარდგენა შეცდომა იყო… ზუგდიდი სააკაშვილის სახლის ორღობე არ არის – ნინო ბურჯანაძე

გიული ალასანიას წარდგენა შეცდომა იყო… ზუგდიდი სააკაშვილის სახლის ორღობე არ არის – ნინო ბურჯანაძე

„უკეთესი იქნებოდა ოპოზიციას მოეხერხებინა საერთო კანდიდატზე შეთანხმება ყველგან თუ არა, ისეთ საკვანძო ადგილებში, როგორიცაა თუნდაც ზუგდიდი“, – ამის შესახებ ნინო ბურჯანაძემ აჭარის ტელევიზიაზე, ვახო ხუზმიაშვილს გადაცემა „თავისუფალ ეთერში“ განაცხადა.

 

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ზუგდიდში მაჟორიტარობის კანდიდატად გიული ალასანიას დასახელება შეცდომა იყო.

 

„ვფიქრობ, რომ ქალბატონი გიულის წარდგენა არის შეცდომა სააკაშვილის მხრიდან. ეს არის ძალიან დიდი შეცდომა. მივიჩნევ, რომ უკეთესი იქნებოდა ოპოზიციას მოეხერხებინა საერთო კანდიდატზე შეთანხმება ყველგან თუ არა, ისეთ საკვანძო ადგილებში, როგორიცაა თუნდაც ზუგდიდი. სამწუხაროა ასე რომ ვერ მოხდა. რიგ რეგიონებში ჩემი მხარდამჭერებისთვის თავისუფალ არჩევანს გამოვაცხადებ. ზუგდიდში ჯერჯერობით არ ჩამოვყალიბებულვარ, თუმცა გიული ალასანიას მხარს ნამდვილად არ დავუჭერთ. სააკაშვილს უნდა ესმოდეს, რომ ზუგდიდი მისი სახლის ორღობე არ არის და ზუგდიდთან მიმართებაში სხვაგვარად უნდა იქცეოდეს“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

ავტორი: Prime Time

X