15:46 | 2021-09-12 ავტორი: Prime Time

“გიჟს ვგავდი, დავყარე ყველაფერი, სამსახური, პერსპექტივა და გავიქეცი” – რას ჰყვება მიხეილ სააკაშვილი

“გიჟს ვგავდი, დავყარე ყველაფერი, სამსახური, პერსპექტივა და გავიქეცი” – რას ჰყვება მიხეილ სააკაშვილი

“მესმის, რომ შიმშილია საქართველოში, მესმის, რომ ოჯახს რჩენა უნდა და შვილებს პერსპექტივა სჭირდება, მაგრამ მეც ხომ მიცხოვრია… 1994 წელს აქ, ნიუ-ორკში ერთ-ერთ შენობაში ვმუშაობდი, მაშინ ხუთი კინკილა ქართველი ვიყავით ამერიკაში, ძალიან მაგარ იურიდიულ ფირმაში ამიყვანეს, ძალიან კარგი ხელფასი მქონდა, მაგრამ გიჟს ვგავდი, დავყარე ყველაფერი, სამსახური, პერსპექტივა და გავიქეცი მშიერ, ჩაბნელებულ, ძალიან საშიშ საქართველოში”,- ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ნიუ-ორკიდან ვიდეო მიმართვის დროს განაცხადა.

 

“ცოტა კიდევ გაძელით, მარტო დაგვრჩება მოხუცები სოფლებში, თუ ასე გაგრძელდა. გავსებულია პოლონეთის, გერმანიის აეროპორტები ქართველებით, გული საშინელი დარდით მევსება. ამათ ვუტოვბთ საქართველოს, ამ ჯოჯოებს? ჩვენ აუცილბლად უნდა გადავარჩინოთ ქვეყანა, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს”, – ამბობს სააკაშვილი ჩართვაში.

 

ასევე წაიკითხეთ სხვა სიახლეები და სტატიები ⇓

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X