
სახალხო დამცველის ინფორმაციით, რამდენიმე წუთში სახალხო დამცველის წარმომადგენელი მე-18 დაწესებულებაში შევა.
როგორც ომბუდსმენის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, პარალელურად მიმდინარეობს სახალხო დამცველთან არსებული ექიმთა კონსილიუმის წევრების შეხვედრა ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან.
აქვე, სააკაშვილის მონახულების სურვილი გამოთქვეს კონსილიუმის ექიმებმაც.
ცოტა ხნის წინ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განაცხადა, რომ ადვოკატებთან შეხვედრის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი წაიქცა. მისივე თქმით, წაქცევის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი საკაცეზე დააწვინეს და წაიყვანეს.






















