12:18 | 2021-10-27 ავტორი: სალომე ნეფარიძე

გლდანის რაიონში, პატარა ტბის დასახლებაში ასფალტის საფარი იგება

გლდანის რაიონში, პატარა ტბის დასახლებაში ასფალტის საფარი იგება

გლდანის რაიონში, პატარა ტბის დასახლებაში ასფალტის საფარი იგება. ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

 

„ამ დროისათვის პროექტი ხორციელდება ინგუშეთის ქუჩაზე, მაისურაძის ქუჩის პირველ შესახვევსა და მიმდებარე ჩიხებში.
„პროექტის პირველ ეტაპზე 1200 მეტრ გზის სავალ ნაწილზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. საგზაო სამუშაოების დასრულების შემდეგ კი ქუჩებში გარე განათების ახალი ქსელი მოეწყობა.

 

ვაკის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულდა
2021-10-27ვაკის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულდა

 

პატარა ტბის დასახლების ამ კონკრეტულ ქუჩებზე მოსახლეობა დღემდე გრუნტის გზით სარგებლობდა და ასფალტიანი გზა პირველად ეწყობა. სამუშაოების დასრულების შემდეგ, მოსახლეობის მოთხოვნით აღნიშნულ ქუჩებზე საზოგადოებრივი ტრანსპორტი დაინიშნება.

 

პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები, რომლისთვისაც დედაქალაქის ბიუჯეტიდან 450 000 ლარი გამოიყო, მიმდინარე წლის ნოემბრის პირველ ნახევარში დასრულდება“, – განაცხადა კახაკალაძემ.

 

 

ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები ⇓

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X