16:28 | 2021-09-06 ავტორი: Prime Time

გლდანის ციხეში პატიმარმა ადვოკატის თვალწინ თვითმკვლელობა სცადა

გლდანის ციხეში პატიმარმა ადვოკატის თვალწინ თვითმკვლელობა სცადა

გლდანის ციხეში პატიმარმა ადვოკატთან პაემნის დროს თვითმკვლელობა სცადა. ინფორმაცია „პრაიმტაიმს“ პენიტენციურ სამსახურშიც დაუდასტურეს.

 

„მსჯავრდებული ტ.დ. N8 პენიტენციურ დაწესებულებაში ს.ს.კ-ის 223-ე პრიმა მუხლის ( ქურდული სამყაროს წევრობა, ქურდულ შეკრებაში მონაწილება) საფუძველზე მოთავსდა.

 

მიმდინარე წლის 6 სექტემბერს მსჯავრდებული ტ.დ. უფლებადამცველთან შეხვედრის მიზნით ხანმოკლე პაემნისთვის განკუთვნილ ოთახში იმყოფებოდა, რა დროსაც მსჯავრდებულმა მუცლის არეში დაზიანება  პლასტმასის საგნით მიიყენა. მსჯავრდებულის განმარტებით, იგი ამ დროს აღელვებულ მდგომარეობაში იმყოფებოდა, თუმცა კონკრეტული მიზეზი მას არ დაუსახელებია.

 

სროლა თბილისში! - ვაზისუბანში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს
2021-09-06სროლა თბილისში! - ვაზისუბანში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

 

მსჯავრდებულს დაწესებულების მედპერსონალის მიერ ადგილზევე გაეწია პირველადი სამედიცინო დახმარება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასების საფუძველზე საჭიროდ ჩაითვალა თბილისის ერთ-ერთ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა.

 

მომხდარს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექცია იძიებს“, – განგვიცხადეს პენიტენციურ სამსახურში.

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X