
გლდანში პარტია „დროას” თავმჯდომარეს, ელენე ხოშტარიას აქტივისტები დაუპირისპირდნენ.
ელენე ხოშტარიას წარმომადგენელები აცხადებენ, რომ მათ სარჩელის დაწერის შესაძლებლობას არ აძლევენ.
როგორც ხოშტარია ამბობს, მას აქვს ვიდეო, თუ როგორ აწვდის კომისიის წევრებს გარედან უცხო ადამიანი გარკვეულ მასალებს.
„არაფერი დაპირისპირება არ არის, უბრალოდ, “ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა გამოაგზავნეს შაკო კუჭაშვილი პარტიული დავალებით, შეურაცხყოფით, აგრესიით. მე კატეგორიულად ვაცხადებ, რომ არცერთ მოქალაქესთან არ შევალ არანაირ დაპირისპირებაში, რაც არ უნდა დავალებას ასრულებდეს პარტიის. დღეს მშვიდად არჩევნების ჩატარება არის ჩვენი ამოცანა,” – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციაც.
დღეს, 2 ოქტომბრს საქართველოში ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებია. ამომრჩევლები ქვეყნის მასშტაბით 64 მერს და ასევე, 64 საკრებულოს 2 068 წევრს აირჩევენ, როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული წესით.
მერის არჩევნებში გამარჯვებულად გამოცხადდება კანდიდატი, რომელიც არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე მეტს მიიღებს. თუ კონკრეტულ მუნიციპალიტეტში ვერცერთმა კანდიდატმა ეს ნიშნული ვერ გადალახა, არჩევნების მეორე ტური დაინიშნება.
ნახეთ „პრაიმტაიმის“ სხვა სიახლეები























