18:40 | 2021-07-24 ავტორი: Prime Time

გლდანში საცხოვრებელ კორპუსში ცეცხლი გაჩნდა

გლდანში საცხოვრებელ კორპუსში ცეცხლი გაჩნდა

გლდანში საცხოვრებელ კორპუსის ერთ-ერთ ბინაში ცეცხლი გაჩნდა.

 

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში “პრაიმტაიმს“განუცხადეს, ცეცხლი ერთ ოთახში გაჩნდა, ადგილზე მეხანძრე-მაშველების ხუთი ეკიპაჟი მუშაობდა. ცეცხლი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია და მისი გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს.

 

მათივე ცნობით, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

 

ჯერჯერობით უცნობია რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი.

 

ავტორი: Prime Time

X