22:07 | 2021-02-27 ავტორი: Prime Time

გლდანში დაპირისპირებას სროლა მოჰყვა – დაჭრილია ერთი ადამიანი

გლდანში დაპირისპირებას სროლა მოჰყვა – დაჭრილია ერთი ადამიანი

ცოტა ხნის წინ, გლდანში სროლა იყო. გავრცელებული ინფორმაციით, გლდანის მე-4 მიკრორაიონში რამდენიმე ადამიანს შორის დაპირისპირება მოხდა, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა მოჰყვა და შედეგად ერთი ადამიანი დაიჭრა.

 

ამ დროისთვის, ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულები და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

 

“პრაიმტაიმს” შსს-ში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსით, 236-ე მუხლით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს და 117-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ავტორი: Prime Time

X