10:09 | 2020-09-04 ავტორი: სალომე ნეფარიძე

გლდანში, ცხრასართულიან კორპუსში აფეთქება მოხდა

გლდანში, ცხრასართულიან კორპუსში აფეთქება მოხდა

გვიან ღამით, გლდანში, მე-3 მიკროში ცხრასართულიანი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში, აფეთქების შედეგად ხანძარი გაჩნდა და საცხოვრებლი ფართის ნაწილი დაიწვა.

 

არსებული ინფორმაციით აფეთქებას ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია, სახლში შემთხვევის დროს არავინ იმყოფებოდა.

 

კორპუსიდან ხალხი მალევე გამოიყვანეს და ხანძრის ლოკალიზებაც მოხდა.

 

რამ გამოიწვია საცხოვრებელ ბინაში აფეთქება, ამის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X