21:54 | 2020-08-23 ავტორი: Prime Time

გლოვის დღე უნდა გამოცხადდეს, გლოვის და მერე დაფიქრების – გიორგი კეკელიძე

გლოვის დღე უნდა გამოცხადდეს, გლოვის და მერე დაფიქრების – გიორგი კეკელიძე

გიორგი კეკელიძე შატილში მომხდარ საზარელ ავარიას ეხმაურება. ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის განცხადებით, გლოვის დღე უნდა გამოცხადდეს.

 

ავარიაში მოყოლილი მგზვარები ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის დაგეგმილ ტურზე იმყოფებოდნენ
2020-08-23ავარიაში მოყოლილი მგზვარები ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის დაგეგმილ ტურზე იმყოფებოდნენ

 

„სიკვდილის გაშინაურება – ფატალური სიკვდილის. უმიზეზოსი და უცების. 12 ადამიანი. შეძრწუნებული ვარ. შარშან, თითქმის ამ დროს მომიხდა შატილში ასვლა ბიბლიოთეკის საქმეზე. ურთულესი გზაა – მით უფრო წვიმიანი.

 

გლოვის დღე უნდა გამოცხადდეს. გლოვის და მერე დაფიქრების დღეები გვმართებს. ბევრი მხრივ.
ჩემი სამძიმარი სრულიად საქართველოს“, – წერს კეკელიძე.

 

შეგახსენებთ, შატილის გზაზე მგზავრებით სავსე მიკროავტობუსი დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. შედეგად გარდაიცვალა 12, ხოლო მძიმედ დაშავდა 3 ადამიანი.

 

ადგილზე სამაშველო ოპერაცია გრძელდება და მაშველები სხვა შესაძლო მგზავრებს ეძებენ. შესაბამისად, არ არის გამორიცხული დაშავებულთა, ან გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდოს.

 

ავტორი: Prime Time

X