
მსოფლიო წამყვანი ტექნოლოგიური კომპანია Glovo უკვე ორ წელზე მეტია საქართველოში ოპერირებს. მიტანის სერვისით სარგებლობა 5 ქალაქში: თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმსა და ზუგდიდშია შესაძლებელი. გასული წლის აგვისტოდან მოყოლებული, Glovo-ს საშუალებით ფარმაცევტული პროდუქციის, პარფიუმერიის, ტექნიკისა და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთების გამოძახება, წყნეთშიც შესაძლებელია.
Glovo, რომლის ისტორიაც ბარსელონაში დაიწყო, გამუდმებით ცდილობს განსაკუთრებული შეთავზებები და საუკეთესო სერვისი მიაწოდოს მოხმარებლებს. კომპანია ასევე ხელს უწყობს პარტნიორი კურიერების განვითარებას, აძლევს გადამზადების საშუალებასა და რაც მთავარია, ცდილობს მათ წახალისებას.
2020 წლის 5 ოქტომბრიდან 2021 წლის 10 იანვრის ჩათვლით, მიმდინარეობდა შეჯიბრი პარტნიორ კურიერებს შორის ყველა იმ ქალაქში, სადაც Glovo ოპერირებს. ამ პერიოდში, რომელი პარტნიორიც ყველაზე მეტ შეკვეთას შეასრულებდა, Glovo -სა და მისი პარტნიორი კომპანიებისგან სხვადასხვა პრიზებს მიიღებდა.

დაჯილდოვება 2021 წლის 19 თებერვალს გაიმართა და 10 პარტნიორი კურიერი დაჯილდოვდა. ამასთან ერთად, კომპანიამ დამატებით 10 გლოვერი დააჯილდოვა, რომელთაც, Glovo-სთან კოლაბორაციის ფარგლებში, 10 000-ზე მეტი შეკვეთა აქვთ განხორციელებული.
Glovo-ს პარტნიორმა კომპანიამ, McDonald’s-მა ის გლოვერი დააჯილდოვა, ვინც რეიტინგში ყველაზე მეტი დადებითი შეფასება მოიპოვა და ყველაზე დასრულებული შეკვეთა დააგროვა, ხოლო Greek Point-ის არჩევანი ყველაზე მეტ განხორციელებულ შეკვეთაზე შეაჩერა.

პირველ და მეორე ადგილებზე გასულმა გლოვერებმა Glovo-სგან საჩუქრად მოპედები მიიღეს, მესამე ადგილზე გასულმა სმარტფონი, ხოლო მეოთხე ადგილიდან კი, გლოვერებს სხვადასხვა საჩუქრები, ვაუჩერები და აპლიკაციის პრომოკოდები ერგოთ.
2020 წელს, Glovo-ს აპლიკაცია საქართველოში ყოველ მესამე სრულწლოვანმა მოქალაქემ გადმოწერა და ჯამში, ერთ მილიონზე მეტჯერ დააინსტალირა საკუთარ ტელეფონში.
Glovo-ს შესახებ:
Glovo ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც შესაძლებლობას გაძლევთ იყიდოთ,
აიღოთ და გაგზავნოთ ნებისმიერი პროდუქტი იმავე ქალაქში, ერთ საათზე
ნაკლები დროის განმავლობაში. აპლიკაციას ამჟამად 1.8 მილიონი ყოველთვიური
მომხმარებელი და 25,000 ასოცირებული პარტნიორი ყავს. Glovo ოპერირებს 26
ქვეყნის მასშტაბით ევროპაში, ლათინურ ამერიკასა და აფრიკაში.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ შემდეგ გვერდს: : www.glovoapp.com
(R)






















