18:00 | 2020-08-02 ავტორი: ალექსი ქამადაძე

თბილისში ზურაბ ჟვანიას შვილი დააკავეს

თბილისში ზურაბ ჟვანიას შვილი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1996 წელს დაბადებული ბ.ჟ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

 

შსს-ს ინფორმაციით, დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

„ჩემმა შვილიშვილმა და ერთ-ერთმა ამხანაგმა ქალი მოიყვანა...
2020-08-02„ჩემმა შვილიშვილმა და ერთ-ერთმა ამხანაგმა ქალი მოიყვანა..." - გოგი თოფაძის შვილიშვილი საკუთარ სახლში დაჭრეს

 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 2 აგვისტოს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1998 წელს დაბადებულ ლ.თ.-ს, მისსავე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ცივი იარაღით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა.

 

სამართალდამცველებმა ბ.ჟ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს.

 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

 

არსებული ინფორმაციით, დაკავებულია ზურაბ ჟვანიას შვილი ბუსა ჟვანია.

ავტორი: ალექსი ქამადაძე

X