18:37 | 2020-08-02 ავტორი: სალომე ნეფარიძე

გოგი თოფაძის შვილიშვილს ოპერაცია ჩაუტარდა, მისი მდგომარეობა სტაბილურია

გოგი თოფაძის შვილიშვილს ოპერაცია ჩაუტარდა, მისი მდგომარეობა სტაბილურია

თოფაძეების ოჯახის ადვოკატის გიორგი ანთაძის განცხადებით, გოგი თოფაძის შვილიშვილს, ლევან თოფაძეს ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული, მას ოპერაცია ჩაუტარდა და ამ ეტაპზე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

 

თბილისში ზურაბ ჟვანიას შვილი დააკავეს
2020-08-02თბილისში ზურაბ ჟვანიას შვილი დააკავეს

 

ადვოკატი ამბობს, რომ მათთვის დაჭრის მოტივი უცნობია.

 

„ამ მომენტისთვის ერთადერთი ინფორმაცია რაც გაგვაჩნია ისაა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია, მძიმე მდგომარეობაში იყო. რა ვითარებაში მოხდა დაჭრა, საქმის გარემოებების შესახებ ინფორმაცია არ გაგვაჩნია, სანამ დაზარალებულად არ გვცნობენ. როგორც ვიცი, ერთი ჭრილობა ფილტვის არეში აქვს მიყენებული.

 

ცივი იარაღით აქვს ჭრილობა მიყენებული. დღეს გადმოიყვანეს მძიმე მდგომარეობაში და ეს მოცემულობა გვაქვს. ოპერაცია ჩაუტარდა, საკმაოდ მძიმე ოპერაცია იყო, მაგრამ როგორც ჩვენთვის ცნობილია, ამ ეტაპზე მდგომარეობა სტაბილურია“, – განაცხადა ადვოკატმა გიორგი ანთაძემ.

 

თბილისში, საკუთარ სახლში ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილი დაჭრეს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ბ.ჟ.-მ მიმდინარე წლის 2 აგვისტოს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1998 წელს დაბადებულ ლ.თ.-ს, მისსავე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ცივი იარაღით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.

 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X