22:39 | 2021-03-06 ავტორი: თამარ ბუჩუკური

გოგი წულაია „თავისუფალ საქართველოს” ტოვებს და ახალი პარტიის დაფუძნებას აანონსებს

გოგი წულაია „თავისუფალ საქართველოს” ტოვებს და ახალი პარტიის დაფუძნებას აანონსებს

პარტია “თავისუფალ საქართველოს” თანათავმჯდომარემ, გოგი წულაიამ პარტიის დატოვება გადაწყვიტა. როგორც თავად პოლიტიკოსი ამბობს, ის ახალი პარტიის შექმნას აპირებს.

 

წულაია სამომავლო გეგმებზე ხვალ, 11:00 საათზე პარლამენტის ყოფილ შენობასთან გამართულ ბრიფინგზე ისაუბრებს და საზოგადოება კონკრეტულ გეგმას თავად წულაიასგან გაიგებს.

 

გოგი წულაია პარტია “თავისუფალ საქართველოს” წევრი დაახლოებით ათი წელი იყო.

ავტორი: თამარ ბუჩუკური

X