19:31 | 2020-08-02 ავტორი: სალომე ნეფარიძე

გოგლა ჟვანიას პირველი კომენტარი – ლევან თოფაძის დაჭრაში ბრალდებული ბუსა ჟვანია თავადაც დაჭრილია

გოგლა ჟვანიას პირველი კომენტარი – ლევან თოფაძის დაჭრაში ბრალდებული ბუსა ჟვანია თავადაც დაჭრილია

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას ძმა „რუსთავი 2“-თან საუბრისას ადასტურებს, რომ მისი ძმისშვილი ბუსა ჟვანია დაჭრილია და მკურნალობის კურსს კლინიკაში გადის.

 

გოგი თოფაძის შვილიშვილს ოპერაცია ჩაუტარდა, მისი მდგომარეობა სტაბილურია
2020-08-02გოგი თოფაძის შვილიშვილს ოპერაცია ჩაუტარდა, მისი მდგომარეობა სტაბილურია

 

გოგლა ჟვანია ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილსა და ყოფილი პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას შვილს შორის მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების დეტალებზე არ საუბრობს და მხოლოდ იმას ამბობს, რომ ბუსა ჟვანია მსუბუქად არის დაჭრილი და მისი ჯანმთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

 

ცნობისთვის, თბილისში, საკუთარ სახლში ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილი დაჭრეს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ბ.ჟ.-მ მიმდინარე წლის 2 აგვისტოს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1998 წელს დაბადებულ ლ.თ.-ს, მისსავე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ცივი იარაღით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.

 

თბილისში ზურაბ ჟვანიას შვილი დააკავეს
2020-08-02თბილისში ზურაბ ჟვანიას შვილი დააკავეს
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

 

 

 

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X