19:28 | 2020-08-03 ავტორი: თამარ გონგაძე

“გოგოები ესეოდნენ, მაგრამ ბოლომდე ცოლის ერთგული დარჩა” – თენგიზ არჩვაძე 88 წლის გახდა

“გოგოები ესეოდნენ, მაგრამ ბოლომდე ცოლის ერთგული დარჩა” – თენგიზ არჩვაძე 88 წლის გახდა

დღეს განუმეორებელი კონსტანტინე არსაკიძე და მუშნი ზარანდია იუბილარია. თენგიზ არჩვაძე 88 წლის გახდა. ვარსკვლავი, ხელოვნების ქურუმი, უბრალოდ ხალხის საყვარელი მსახიობი, რომელიც პიროვნულად უყვართ, ძალზედ თავმდაბალია. 

 

“…მე ის კაცი არა ვარ, ვინც გეგმებით ცხოვრობს. არასოდეს არაფერი დამიგეგმავს, მეზიზღებოდა დაგეგმილი ცხოვრება.

 

…პოპულარობა მტანჯავს. ქალაქში მცნობენ და ცდილობენ მასიამოვნონ. მე კი უკანმოუხედავად გავრბივარ. ადამიანურად, რა თქმა უნდა, სასიამოვნოა, მაგრამ პოპულარობა მაინც იაფფასიან ესტრადას ჰგავს.

 

…როლზე უარი ბევრი რამის გამო მითქვამს, მაგრამ ფინანსური ინტერესების გამო – არასოდეს.
…თუ დამიჯერებთ, ცხოვრებაში ფული არასოდეს დამითვლია” – ამონარიდები არჩვაძის ინტერვიუებიდან.

 

თენგიზ არჩვაძე – ბიოგრაფია | ბურუსი - BURUSI

 

განსხვავებული ტემბრი, რომლისგანაც ძალა და ხავერდნოვნება ერთდროულად მოდის, მსახიობს განსხვავებულ ხიბლს მატებდა მუდამ. 50-80 წლებში, კინოსა და თეატრში ნათამაშებმა როლებმა, დიდი პოპულარობა და სიყვარული მოუტანა. 

 

88 წლის იუბილე უჩუმრად, სახლში, ოჯახის წევრების გარემოცვაში გაატარა. კაცია და გუნება, თავმდაბალია, თორემ ამ რანგის არტისტები ასე “ჩუმად” არ უნდა “ხმაურობდნენ”. ამ დღეს მაინც განსხვავებულ გარემოში უნდა ატარებდნენ… 

 

ბაბუს დაბადების დღე მიულოცა დიზაინერმა შვილიშვილმა, ანუკა ქებურიამ, რომელიც თავის პატარა ვაჟთან ერთად ბაკურიანიდან თბილისში მისალოცად ჩამოვიდა.

 

ანუკა ქებურია: – ბაბუ დილის ექვს-შვიდ საათზე იღვიძებს და ფეხზეა. მე და ნიკო მივედით, ტორტი მივუტანეთ და მივულოცეთ. შევიკრიბეთ შვილები, შვილიშვილები… ჩემი ვაჟი ერთადერთი ბიჭია ჩვენს ოჯახში და ბაბუ გიჟდება მასზე. თან თენგიზის ბაბუის სახელი ჰქვია. თავის მეგობრებს ამაყი ეუბნებოდა, აი, ჩემი ნიკოლოზი ჩამოვიდა ბაკურიანიდანო. 

 

88 წლის თენგიზ არჩვაძე შვილთაშვილმა გააბედნიერა - "ასეთი გახარებული ბაბუ ჯერ არ მინახავს" - Primetime

 

რომ ულოცავდნენ, რა მისალოციაო, გვეუბნებოდა. თავმდაბალი და მორიდებულია. როცა ქუჩაში ოვაციებით ხვდებიან, ძალიან ერიდება. 

 

იუბილარი სამი თვით უფროსია თავის კოლეგასა და მეგობარ ლეო ანთაძეზე. როგორც მსახიობი “პრაიმტაიმს” უყვება, ბავშვობის მეგობრები არიან.

 

ლეო ანთაძე: – ასეთი სუფთა და დადებითი ადამიანი, მე არ შემხვედრია. ახლო მეგობრებიდან მხოლოდ თენგიზი დამრჩა. ჩვენ სკოლის ასაკიდან ვმეგობრობთ. პიონერთა სასახლეში დრამატულ წრეზე ერთად დავდიოდით, ვმსახიობობდით. თეატრალურ ინსტიტუტში ერთ კურსზე ვსწვლობდით და ერთად დავამთავრეთ.

 

მაშინ მოდაში იყო რუსთაველის გამზირზე სეირნობა. საღამო არ გავიდოდა, ჩახუტებულებს არ გვესეირნა რუსთაველზე. 

 

მთელი ცხოვრება მოგზაურობდა. ახალგაზრდობაში ტურისტული ლაშქრობის ინსპეტორად მუშაობდა. მოვლილი აქვს საქართველო, ჩრდილოეთ კავკასია. ბუნება ძალიან უყვარს. 

 

84 წლის ლეო ანთაძე და ენერგიული ცეკვა დაბადების დღეზე | Jolo.ge

 

ბრწყინვალე მსახიობია. აქვს უცნაური თვისება, არ უყვარს და თრგუნავს პოპულარობა. მისი ეს თვისება კიდევ უფრო მაყვარებს მას. 

 

“დათა თუთაშხიაში” მუშნი ზარანდიას როლი ბრწყინვალედ აქვს შესრულებული. მომწონს არსაკიძის როლში, “კეთილ ადამიანებში”, “ხევსურულ ბალადაში”…

 

გარეგნობით არასდროს “უმარიაჟია”. უყვარდა კოხტად ჩაცმა. “შლიაპა” რამდენიმე ადამიანმა შემოიტანა თბილისში, მათ შორის თენგიზიც იყო. სტუდენტობის დროს პიჯაკში და ჰალსტუხში იყო გამოწკეპილი, “შლიაპა” ეხურა. 

 

ზამთარში ბაკურიანში ერთად ვისვენებდით. მაშინ ღარიბები ვიყავით და ერთ საწოლში გვეძინა, ორ საწოლიანი ვერ ვიქირავეთ. 

 

მეუღლის გარდაცვალების შემდეგ მოწყენილია. კარგი მეუღლე ჰყავდა. ულამაზესი იყო ნელი. თენგიზი ხომ ძალიან სიმპათიური იყო და სხვათა შორის, ნელი რომ თეატრში მოვიდა და მერე თენგიზზე იქორწინა, უფროსი თაობის მსახიობები ამბობდნენ, ეს გოგო როგორ გაჰყვა ცოლად თენგიზ არჩვაძესო.

 

სპექტაკლში “სამსახეობა რაინდისა” ნელი ფილიაშვილი დოდო ჭიჭინაძესთან ერთად თამაშობდა და ამბობდნენ, დოდოს გადაუჭოკრაო. ორივე ბრწყნავდნენ სცენაზე.

 

No description available.

 

თენგიზი მექალთანე არ იყო, გოგოები ესეოდნენ, მოსწონდათ. მაგრამ ცოლის ერთგული გახლდათ ბოლომდე. მაგრამ თენგიზი თვითონ არ იჩენდა ინიციატივას. 

 

ხშირად ვნახულობ, თუ ვერ ვნახავ, ვურეკავ ხოლმე. ჩვენს გარდაცვლილ მეგობრებს ვიხსენებთ ხოლმე.

 

თენგიზის ცუდი საქციელი მე არ გამიგია. არაფერი შეშლია. ძალიან მიყვარს. ის ისეთი პიროვნებაა, მთელ საქართველოს უყვარს. 

ავტორი: თამარ გონგაძე

X