23:33 | 2020-06-23 ავტორი: Prime Time

გოგოებს ვეპრანჭებოდი, მაშინაც 9-ჯერ დაკერებული ფეხსაცმელი მეცვა, მრცხვენოდა პაემანზე სიარულის – ელისაშვილი

გოგოებს ვეპრანჭებოდი, მაშინაც 9-ჯერ დაკერებული ფეხსაცმელი მეცვა, მრცხვენოდა პაემანზე სიარულის – ელისაშვილი

სამტრედიელი ნათესავის, ლაშიკო კვანტალიანის გამონაცვალ ტანსაცმელს რომ მიგზავნიდნენ ხოლმე, ჩემზე ბედნიერი კაცი არ იყო, – ამის შესახებ ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

 

ელისაშვილმა საკუთარ ცხოვრებაზე ისაუბრა და გაიხსენა ის წლები, როდესაც მას და მის ოჯახს ძალიან უჭირდა.

 

„გაჭირვებაზე ვიღაცის მონაყოლით კი არ ვლაპარაკობ. არ მრცხვენია მე იმაზე ლაპარაკი, რომ უკვე გოგოებს ვეპრანჭებოდი, მაშინაც 9-ჯერ დაკერებული ფეხსაცმელი მეცვა და მრცხვენოდა ხოლმე პაემანზე სიარულის.

 

სამტრედიელი ნათესავის, ლაშიკო კვანტალიანის გამონაცვალ ტანსაცმელს რომ მიგზავნიდნენ ხოლმე, ჩემზე ბედნიერი კაცი არ იყო და ღამეები გამითენებია ისე, რომ საჭმელი არ მქონია, მაგრამ ხმა არ ამომიღია.

 

უბედნიერესი ვიყავი ხოლმე, როცა ბებიაჩემი და ბიძაჩემი მჭადს, ფქვილს და ნანადირევ იხვს რომ გვიგზავნიდნენ ხოლმე, ზეიმი მქონდა. გაჭირვება და პროცენტიანი ვალები რა არის, ძალიან კარგად ვიცი. ერთხელ დააყაჩაღეს მამაჩემი ტაქსაობის შედეგად, დარჩენილი ვოლგა ჰყავდა და ის მანქანა წაართვეს.

 

ჩემს ბავშვებს კი არ შიათ და დახეული ფეხსაცმელი არ აცვიათ, მაგრამ სხვის ბავშვებს ხომ შიათ?! მთელი ჩემი მიზანი არის ის, რომ რაც მე მაქვს განცდილი, სხვამ არ განიცადოს.

 

ცხვირის ზომას არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია, უგულავასავით ფულის მოპარვაში არ ჩაყო - ელისაშვილი 
2020-06-23ცხვირის ზომას არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია, უგულავასავით ფულის მოპარვაში არ ჩაყო - ელისაშვილი 

 

მოდიან, სიღარიბის პრობლემას აგვარებენ ოღონდ საკუთარი კეთილდღეობის შექმნის ხარჯზე. ალეკო ვარ ელისაშვილი, ნებისმიერ დაინტერესებულს ვაჩვენებ, სად ვცხოვრობ, ჩემი და სამტრედიაშია გათხოვილი და სად ცხოვრობს და ჩემი მშობლები პავლოვზე როგორ სახლში ცხოვრობენ. არაფერი დასამალი არ მაქვს, რამხელა კრედიტი მაქვს იმასაც ვანახებ“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

 

ელისაშვილი ამბობს, რომ მას ბევრი შეთავაზება ჰქონდა და შეეძლო მილიონერი გამხდარიყო, როდესაც შეწყალების კომისიის თავჯდომარედ და საკრებულოს დეპუტატის თანამდებობას იკავებდა.

 

„შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ვიყავი 5 თვე, ხელფასის, ვირული შრომის და დაგლეჯილი ნერვების მეტი არაფერი შემრჩენია. ერთ საათში შემეძლო მილიონერი კი არ გავმხდარიყავი, მულტიმილიონერი გავმხდარიყავი. ღმერთი-რჯული შუბლის ძარღვი არ გამიწვეტია.

 

შემოთავაზების მეტი რა იყო, ზოგი მოდიოდა და ეგონა რომ მხოლოდ ფულზე უნდა ელაპარაკა. ასევე მე ვიყავი საკრებულოში საბურთალოს დეპუტატი, ესეც მექრთამეების ოცნებაა“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა „ღამის კურიერში“ განაცხადა.

ავტორი: Prime Time

X