11:25 | 2020-03-25 ავტორი: თამარ გონგაძე

გოგოლა კალანდაძის ტესტის პასუხი ცნობილია

გოგოლა კალანდაძის ტესტის პასუხი ცნობილია

მსახიობი გოგოლა კალანდაძე დღეს დილით კორონავირუსის ტესტის პასუხს ელოდებოდა. და ცოტა ხნის წინ, სოციალურ ქსელში, მისი პოსტი გამოჩნდა – “მეგობრებო, არ დამიდასტურდა. დარჩი სახლში.”

 

გოგოლამ ორმხრივი ფილტვების ანთებით კლინიკას გუშინწინ მიმართა. საზოგადოებას კი თავისი მდგომარეობის შესახებ ისევ სოციალური ქსელის მეშვეობით ამცნო.

 

“მადლობა, მეგობრებო, ყურადღებისთვის. თქვენი მესიჯები მამშვიდებს. დღეს დამიდგინეს ორმხრივი ფილტვების ანთება, ტესტის პასუხი იქნება ხვალ დილით. ამჯერად ვიმყოფები სახლში. გავუფრთხულდეთ ერთმანეთს” – წერს მსახიობი “ფეისბუქზე”.

 

დამიდგინეს ფილტვების ორმხრივი ანთება, ტესტის პასუხი ხვალ იქნება - გოგოლა კალანდაძე
2020-03-24დამიდგინეს ფილტვების ორმხრივი ანთება, ტესტის პასუხი ხვალ იქნება - გოგოლა კალანდაძე

 

ორი კვირის წინ ის “პრაიმტაიმთან” ამბობდა, რომ სულ სახლშია, შვილებთან ერთად და მობეზრდა ჩაკეტილი ყოფნა.

ავტორი: თამარ გონგაძე

X