22:19 | 2021-04-12 ავტორი: Prime Time

„გოგონები იმის გამოც თხოვდებიან, რომ სახლი არ აქვთ და უნდათ, სადმე თავი შეაფარონ“ – ნუცა ბუზალაძე

„გოგონები იმის გამოც თხოვდებიან, რომ სახლი არ აქვთ და უნდათ, სადმე თავი შეაფარონ“ – ნუცა ბუზალაძე

ნუცა ბუზალაძე „იმედის დღეში“ იმაზე სასაუბროდ მიიწვიეს, თუ როდისაა კარგი ოჯახის შექმნა. როგორც მომღერალმა აღნიშნა, მისი აზრით, იდეალური ოჯახი მაშინ იქმნება, როდესაც ორივე ადამიანი შემდგარია პროფესიულად. ნუცა ფიქრობს, რომ გათხოვება 30 წლის ასაკის შემდეგ არის კარგი.

 

ნუცა ბუზალაძე:

 

ორივე ადამიანი უნდა იყოს შემდგარი, როდესაც ამ ნაბიჯს გადადგამენ. აი, მაგალითად, როცა გოგონები თხოვდებიან და არ აქვთ თავიანთი შემოსავალი, ან ბიჭს არ აქვს შემოსავალი და ცხოვრობენ დედამთილ-მამამთილთან, ვერ ვიტყოდი რადიკალურად, რომ განწირულია ასეთი ოჯახი, მაგრამ იდეალური იქნებოდა ის, რაც თავში ვთქვი.

 

გოგონები იმის გამოც თხოვდებიან, რომ სახლი არ აქვთ და უნდათ, სადმე თავი შეაფარონ. ასეთი ამბებიც გამიგია. როცა გააზრებულად დგამ ამ ნაბიჯს და იცი, რომ შენ ეს გინდა, ასეთი ოჯახები უფრო არ არის განწირული…  განაგრძეთ კითხრა: primeambebi.ge-ზე

ავტორი: Prime Time

X