
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბათუმში ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუარესებას რუსი ტურისტების ჩამოსვლას უკავშირებს.
„დედაჩემი, რომ ჩამოვიდა ორი კვირა ჰყავდათ ჩაკეტილი სადღაც სასტუმროში. მაშინ, როდესაც მათი ნათესავები ინსტაგრამზე დადებდნენ აგერ „შოპინგზე“ ვართ ევროპაში, ჩამოდიოდნენ და კაციშვილი ხმას არ სცემდა.
მერე გადაწყვიტეს გოგოშკების ჩამოყვანა რუსეთიდან, მოენატრათ გოგოები ბიჭებს, მთავრობის ბიჭებს, ჩამოიყვანეს დიდი რაოდენობით ტურისტები რუსეთიდან, სადაც არის რთული ეპიდემიულოგიური სიტუაცია. ჩამოიყვანეს ბათუმში, იმიტომ, რომ გოგოებს მოენატრათ ბათუმი და ეს პირდაპირ აისახა ჩვენი საზოგადოების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. არ შეიძლება! ყველას უნდა ჰქონდეს ერთი სტანდარტი.
არ შეიძლება ნაცნობობით, მეგობრობით, ჩემ პირადი ხუშტურებზე და რაღაც სხვა მოთხოვნილობებზე აგება ქვეყნის უსაფრთხოების“, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.























