17:30 | 2021-10-08 ავტორი: Prime Time

გომელაური: ყველაფერს ვაკეთებთ, ასობით მაშველია სამაშველო ღონისძიებაში ჩართული

გომელაური: ყველაფერს ვაკეთებთ, ასობით მაშველია სამაშველო ღონისძიებაში ჩართული

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ბათუმში ჩამონგრეული საცხოვრებელი კორპუსის სამაშველო ღონისძიებებს პირადად გაეცნო. ვახტანგ გომელაურმა შემთხვევის ადგილზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა, სადაც განაცხადა, რომ პოლიცია, მაშველები და მუნიციპალური სამსახურები ყველაფერს აკეთებენ, რათა ადამიანები უსაფრთხოდ იქნენ ნანგრევებიდან ამოყვანილი.

EXCLUSIVE:
2021-10-08EXCLUSIVE: "ჩუსტებით გამოვასწარით. ახლაც ვერ მოვსულვარ გონს..." - რას ამბობს ლაშა ღლონტის დედა „პრაიმტაიმთან“, რომელიც კორპუსის ნგრევის თვითმხილველია

 

რამდენიმესადარბაზოიანი კორპუსის ერთი სადარბაზო ჩამოინგრა, ჩვენ გამოძიება დავიწყეთ. დავადგენთ, რამ გამოიწვია ნგრევა. დაახლოებით ხუთი სართულია ჩამონგრეული. ჩვენი ინფორმაციით, დაახლოებით 10-15 ადამიანი უნდა იყოს მოყოლილი შიგნით ნანგრევებში. კონტაქტზე გამოდის ორი ადამიანი, ისინი ცოცხლები არიან და ტელეფონით გვესაუბრებიან. სამაშველო ღონისძიებაში ასობით მაშველია ჩართული. საშუალება არ არის რომ ბევრი ადამიანი ავიდეს, 100 და 200 მაშველი ავიდეს ერთდროულად, თუმცა ერთმანეთს ვცვლით, ტექნიკაა ჩართული. მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინსიტროს დანაყოფები, ადგილობრივი ხელისუფლების მერია, მუნიციპალური სამსახურები და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მაქსიმალურად სწრაფად მოხდეს, თუმცა სწრაფად მუშაობა ვერ გამოდის ამ შემთხვევაში, შეიძლება უფრო დავაშავოთ და უფრო ცუდი მოხდეს. ძალიან მაღალ დონეზე მუშაობენ ჩვენი მაშველები, რომ ნანგრევებიდან ცოცხალი ვინც არის, ის ადამიანები გამოვიყვანოთ“, – განაცხადა გომელაურმა.

 

სადარბაზო, დაახლოებით, 12:00 საათზე ჩამოინგრა. დაშავებულთა შორის არასრულწლოვნებიც არიან. ერთ-ერთ მათგანს, ზედაპირული დაზიანებების გარდა, ქვედა კიდურის დაზიანებაც აღენიშნება. ​კორპუსის ნანგრევებში მოყოლილი ორი ადამიანი პოლიციასთან კონტაქტზე გავიდა. მიმდინარეობს მათი სამძებრო სამუშაო.

 

ბათუმის მერიის ინფორმაციით, კორპუსი, რომლის ნაწილიც ჩამოინგრა, საცხოვრებლად ვარგისი იყო.

 

შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ნანგრევებში, დაახლოებით, 10-დან 15 ადამიანამდეა მოყოლილი. მისივე თქმით, მომხდარზე გამოძიება სამშენებლო სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის მუხლით დაიწყო.

 

ბათუმში ჩავიდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი. მთავრობის მეთაურის განცხადებით, კორპუსის ნგრევისას დაშავებულებსა და დაზარალებულებს სახელმწიფო დაეხმარება.

 

მსგავსი ⇓

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X