16:06 | 2020-04-01 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

გომელაური: საჭიროების შემთხვევაში, ნებისმიერი ქალაქი უსწრაფესად ჩაიკეტება

გომელაური: საჭიროების შემთხვევაში, ნებისმიერი ქალაქი უსწრაფესად ჩაიკეტება

საჭიროების შემთხვევაში, ნებისმიერი ქალაქი უსწრაფესად ჩაიკეტება, – ამის შესახებ შს მინისტრი ვახტანგ გომელაური აცხადებს.

 

„იმ შემთხვევაში, თუ დასჭირდება ჩაკეტვა, როგორც მარნეულში მოხდა, როგორც ბოლნისში მოხდა,

უსწრაფესად განხორციელდება მთლიანად ქალაქის გადაკეტვა. თუ საჭირო იქნება, გვეტყვიან ჩვენი სპეციალისტები, ჯანდაცვის სამინისტრო“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

 

შეგახსენებთ, მარნეულისა და ბოლნისის რეგიონებში კარანტინი 21 აპრილამდე გაგრძელდება. 31 მარტიდან ფაქტობრივი კარანტინი მოქმედებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X