16:00 | 2020-04-17 ავტორი: ანეტი მიქელაძე

Google ყოველდღიურად 18 მილიონამდე ყალბ ელექტრონულ წერილს ბლოკავს

Google ყოველდღიურად 18 მილიონამდე ყალბ ელექტრონულ წერილს ბლოკავს

Google-ის მონაცემებით, თაღლითები ყოველდღიურად Gmail-ზე 18 მილიონამდე ელექტრონულ წერილს აგზავნიან, რომელშიც კორონავირუსის შესახებ ყალბი ინფორმაცია წერია.

 

ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

 

ტექნიკური გიგანტი აცხადებს, რომ პანდემიასთან ერთად იფეთქა ფიშინგურმა თავდასხმებმა, რომლის დროსაც კრიმინალები ცდილობენ მოტყუების გზით მიიღონ მომხმარებლების პირად ინფორმაციაზე წვდომა.

 

კომპანიაში აცხადებენ, რომ დრომდე 100 მილიონზე მეტი ფიშინგური ელექტრონული წერილი დაბლოკეს.

 

ამ თემასთან დაკავშირებით შეგიძლიათ წაიკითხოთ სტატია:

 

როგორ იყენებენ ჰაკერები კორონავირუსის მიმართ შიშს, რომ თქვენს კომპიუტერში შეაღწიონ
2020-03-13როგორ იყენებენ ჰაკერები კორონავირუსის მიმართ შიშს, რომ თქვენს კომპიუტერში შეაღწიონ

 

 

ავტორი: ანეტი მიქელაძე

X