
შემთხვევა ინდონეზიში მოხდა. ის ფაქტი, რომ სიძეს და მის თანმხლებ სტუმრებს ქორწილის ადგილი აერიათ მასპინძლებთან საუბრის დროს გაირკვა, წინააღმდეგ შემთხვევაში სიძე სხვისი პატარძლის გვერდით აღმოჩნდებოდა. მიზეზი კი არც მეტი არც ნაკლები Google Map-ი იყო, რომელმაც ქორწილის ადგილმდებარეობა შეცდომით აღნიშნა. ამ სახალისო შემთხვევის შესახებ Indian Exspress-ი წერს.
სტატიის თანახმად, სიძის მაყრიონს Google Map-მა მისამართი შეცდომით უჩვენა, სტუმრები პატარძლის ოჯახმა კარგად მიიღო, რაკი პატარძალი თავისი საქმეებით იყო გართული, მას „სიძე“ არ უნახავს, თუმცა საბოლოოდ, ყველაფერი კარგად დასრულდა. სტუმრებთან საუბარში გაირკვა, რომ სიძე და მისი მეგობრები სხვის ქორწილში იყვნენ და გზააბნეულებს სწორი მისამართიც უჩვენეს.
მსგავსი შემთხვევა ინდოეთშიც მოხდა, თუმცა იქ დედოფალი „ნამდვილ საქმროს“ არ დაელოდა და ქორწილში შემთხვევით მისულ სხვის „საქმროზე“ დაქორწინდა. როგორც მაშინ გაირკვა, ქალმა შეყვარებულს დაგვიანება არ აპატია.






















