23:07 | 2020-03-14 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

Google ქმნის ვებგვერდს, რომელიც მომხმარებლებს კორონავირუსზე შეამოწმებს

Google ქმნის ვებგვერდს, რომელიც მომხმარებლებს კორონავირუსზე შეამოწმებს

კორპორაცია Google მუშაობს ვებგვერდზე, რომლის მომხმარებლებიც დამოუკიდებლად დაადგენენ, აქვთ თუ არა მათ კორონავირუსი. ამის შესახებ Deutshce Welle წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, პროექტზე Google-თან დაკავშირებული Verily Life Sciences-ი მუშაობს. ვებგვერდი დაავადების ალბათობას და სამედიცინო ტესტის ჩატარების აუცილებლობას შეაფასებს. პროექტი მუშაობის ადრეულ სტადიაზეა.

 

პირველ ეტაპზე ვებგვერდი ტესტირებას სან-ფრანცისკოსა და ახლომდებარე ქალაქებში ჩაუტარდება, შემდეგ კი პროექტი აშშ-ის სხვა რეგიონებზეც გავრცელდება. ინფორმაცია ვებგვერდის შექმნის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმაც დაადასტურა, ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა კი დასძინა, რომ ვებგვერდის წარდგენა უკვე 15 მარტს შედგება.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X