
„დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ გორის ჰოსპიტალში ყველა შესაბამისი პირობაა იმისთვის, რომ იქ საქართველოს ექსპრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს უმკურნალონ.
„გორის ჰოსპიტალზე მე მქონდა კონსულტაცია ექიმებთან, არაერთ პროფესიონალთან. მე არ ვარ ამის სპეციალისტი და ჩემთვის გორის ჰოსპიტალი არის ის ადგილი, სადაც მისი მკურნალობა არის აბსოლუტურად შესაძლებელი.
კიდევ ერთხელ, ეს არ არის პოლიტიკური ბრძოლა. ეს არ არის პოლიტიკური დღის წესრიგი, ეს არ არის პოლიტიკური თამაში. ეს არის სიცოცხლის გადარჩენა.
მე არ ვიცი, ამაზე უფრო ფასეული, რა შეიძლება იყოს“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.























