12:14 | 2020-03-23 ავტორი: Prime Time

გორის ჰოსპიტალში მყოფი დაინფიცირებული  პირების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია    

გორის ჰოსპიტალში მყოფი დაინფიცირებული  პირების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია    

23 მარტის მდგომარეობით მდგომარეობით, გორის სამხედრო ჰოსპიტალში 53 პაციენტია.

 

ლუგარის ლაბორატორიაში გზავნილი 5 პირის ნიმუშიდან, ყველას პასუხი უარყოფითია.

 

ჰოსპიტალის დირექტორის დავით ბარლიანის თქმით, 21 მარტს ბოქსიებულ განყოფილებაში მოთავსებული ორ დაინფიცირებული პირის ჯანმრთელობის მდგომარეობაც დამაკმაყოფილებელია.

 

„გორის სმხედრო ჰოსპიტალის სკარანტინო სივრცეში იმყოფება 53 პაციენტი, აქედან 33 სამხედრო მოსამსახურეა და 20 სამოქალაქო პირი, მათ შორის, ერთი უცხო ქვეყნის მოქალაქე.

 

რაც შეეხება კორონა ვირუსით ინფიცირებულ ორ პირს, რომელიც 21 მარტიდან ჩვენთან ბოქსირებულ განყოფილებაში იმყოფებიან, ორივე მათგანის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

 

გუშინ აღებულ 5 სინჯიდან ხუთივეს პასუხი უარყოფითია. ახლა მიმდინარეობს სკრინინგი დადასტურებულ შემთხვევებს რაც შეეხება, ორივეს მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია,“ -აღნიშნა დავით ბარლიანმა.

 

 

 

ავტორი: თათია გოლოშვილი

 

ავტორი: Prime Time

X