
გორის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის ახალი შემთხვევა დადასტურდა. ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი ერთი ნიმუშის პასუხი დადებითი აღმოჩნდა.
როგორც ცნობილია, კორონავირუსი გორის სამხედრო ჰოსპიტლის მედდის კონტაქტებიდან ერთ-ერთი ინფიცირებულის ოჯახის წევრს დაუდასტურდა.
მედდის ჩათვლით, შიდა ქართლში ეს უკვე კორონავირუსის მეცხრე შემთხვევაა. ლუგარის ლაბორატორიიდან კიდევ 23 ნიმუშის პასუხს ელოდებიან.
ავტორი: თათია გოლოშვილი






















