13:07 | 2020-03-12 ავტორი: თეონა აბესაძე

გორის საკარანტინო სივრცეში ორ საეჭვო შემთხვევაზე ელოდებიან პასუხებს

გორის საკარანტინო სივრცეში ორ საეჭვო შემთხვევაზე ელოდებიან პასუხებს

გორის საკარანტინო სივრცეში ორი საეჭვო შემთხვევაზე ელოდებიან პასუხებს. ამის შესახებ გორის სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორმა, დავით ბარლიანმა განაცხადა. 

 

„ძირითადად, გამოხატულია დაბალი ტემპერატურა, განსაკუთრებულ შემთხვევებს ადგილი არა აქვს. ახლო მომავალში იგეგმება იმ პაციენტების გაწერა, რომლებსაც შეუსრულდა 14 დღე“ – განაცხადა ბარლიანმა.

 

12 მარტის მონაცემებით, გორის საკარანტინო სივრცეში დაკვირვების ქვეშ 34 პაციენტი იმყოფება. მათ შორის 30 საქართველოს მოქალაქე. საქართველოს მოქალაქეებს შორის, 7 სამხედრო მოსამსახურეა.

ავტორი: თეონა აბესაძე

X