
დიდი მარხვის მე-4 კვირას, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის გორის საკათედრო ტაძარში, გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ საღვთო ლიტურგია აღავლინა.
საკვირაო წირვის შემდეგ მრევლს პირბადეები და სადეზინფექციო ხსნარი დაურიგდათ.
ატენისა და გორის ეპარქიის წარმომადგენლებმა ანტისეპტიკური ხსნარები გასულ კვირას თვითონვე დაამზადეს და სპირტისა და წყლის ნაზავი მცირე ზომის ბოთლებში გადაანაწილეს.
ქადაგების შემდეგ კი მეუფე ანდრიამ სამღვდელო პირებთან და სტიქაროსნებთან ერთად, ქალაქის ქუჩები ნაკურთხი წყალით კიდევ ერთხელ აკურთხა.
ასევე წაიკითხეთ:
ნახეთ, რომელ ქვეყნებში დაწესდა შეზღუდვები:
ავტორი: თათია გოლოშვილი






















