20:14 | 2020-04-29 ავტორი: Prime Time

გორის სამხედრო ჰოსპიტალის საგანგებო განცხადება ინფიცირებულ მედდაზე

გორის სამხედრო ჰოსპიტალის საგანგებო განცხადება ინფიცირებულ მედდაზე

გორის სამედრო ჰოსპიტალში ინფიცირებული მედდას შესახებ, ჰოსპიტალი განცხადებას ავრცელებს.

 

​მათი ინფორმაციით, უმცროს მედდას სპეციალური აღჭურვილობის გარეშე სხვა ექიმებთან კონტაქტი არ ჰქონია.

 

„გორის სამხედრო ჰოსპიტალის უმცროს მედდას გეგმიური PCR ტესტირებისას დაუდასტურდა COVID-19. ექთანს ჰოსპიტალის ექიმებთან შესაბამისი აღჭურვილობის გარეშე კონტაქტი არ ჰქონია, თუმცა ამის მიუხედავად მასთან შემხებლობაში მყოფ პერსონალს ჩაუტარდა ტესტირება და ყველა მათგანის პასუხი უარყოფითია. აქვე მოგახსენებთ, რომ ჰოსპიტალის გარეთ მოძიებულია ყველა კონტაქტი და მიმდინარეობს ეპიდემიოლოგიური მოკვლევა.“ – ნათქვამია განცხადებაში.

 

შეგახსენებთ, რომ გორის სამხედრო ჰოსპიტალში კორონავირუსი სანიტარს დაუდასტურდა. ის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ თერგვისში ცხოვრობს.

 

არსებული ინფორმაციით, გუშინ ის იმყოფებოდა ძმის ოჯახში, რომელიც სოფელ კარალეთში ცხოვრობს.

 

როგორც კარალეთის გამგებელმა, ჰამლეტ პეტუაშვილმა განაცხადა, ინფიცირებულს შეხება ჰქონდა დედასთან და რძალთან. მათ თვითიზოლაციის რეკომენდაცია უკვე მიეცათ.

ავტორი: Prime Time

X