
გორში, გაზგასამართ სადგურზე ხანძარი გაჩნდა.
“პრაიმტაიმის” ინფორმაციით, ორი მამაკაცი დაშავდა. ისინი მიღებული ტრავმების გამო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ქალაქის კლინიკაში “გორმედში” გადაიყვანა. თუმცა, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მედიკოსებმა ადგილზე შეაფასეს და სიმძიმის გამო თბილისში, დამწვრობის ცენტრში გადმოჰყვათ.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში “პრაიმტაიმს” განუცხადეს, რომ შემთხვევის ადგილზე მობილიზებულმა სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებმა ცეცხლის ლიკვიდირება შეძლეს.
ეს ინფორმაციები დაგაინტერესებთ ⇓






















