13:26 | 2020-04-30 ავტორი: Prime Time

გორში კორონავირუსი დაუდასტურდა 3 ადამიანს, რომელსაც მედდასთან ჰქონდა კონტაქტი

გორში კორონავირუსი დაუდასტურდა 3 ადამიანს, რომელსაც მედდასთან ჰქონდა კონტაქტი

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ თერგვისში კორონავირუსი 3 ადამიანს დაუდგინდა. ინფიცირებულებს კონტაქტი მედდასთან ჰქონდათ, რომელსაც ვირუსი გუშინ დაუდასტურდა. ამის შესახებ შიდა ქართლის მხარის რწმუნებლმა გიორგი ხოჯევანიშვილმა განაცხადა.

 

მისი თქმით, ანალიზის პასუხები ლუგარის ლაბორატორიიდან მიიღეს. ამავე დროს, გუბერნატორის განმარტებით, მედდას კონტაქტი ჰქონდა ძმის ოჯახთანაც, რომელიც კარალეთში ცხოვრობს. ოჯახები ამჟამად თვითიზოლაციაში არიან.

 

ეპიდემიოლოგები სოფელ თერგვისში მუშაობას აგრძელებენ და ნიმუშებს კიდევ ორი ოჯახიდან აიღებენ.

 

„ექთანს ჰოსპიტალის ექიმებთან შესაბამისი აღჭურვილობის გარეშე კონტაქტი არ ჰქონია, თუმცა ამის მიუხედავად მასთან შემხებლობაში მყოფ პერსონალს ჩაუტარდა ტესტირება და ყველა მათგანის პასუხი უარყოფითია. აქვე მოგახსენებთ, რომ ჰოსპიტალის გარეთ მოძიებულია ყველა კონტაქტი და მიმდინარეობს ეპიდემიოლოგიური მოკვლევა“,- აცხადებენ გორის ჰოსპიტალში.

 

შეგახსენებთ, 29 აპრილს გორის სამხედრო ჰოსპიტალის მედდას კორონავირუსი დაუდგინდა.

 

ამ დროსთვის საქართველოში კორონავირუსის 539 შემთხვევაა დაფიქსირებული.

 

გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 178-ს შეადგენს.

 

ბოლო მონაცემებით: 

 

გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში – 6.

 

  • კარანტინის რეჟიმში იმყოფება – 5247 ადამიანი

 

  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 532 ადამიანი

 

  • უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების – 3
ავტორი: Prime Time

X