
გორში, ვერხვების დასახლებაში მომხდარი სისხლიანი გარჩევის ფიგურანტები ცნობილია.
„მთავარი არხის“ ინფორმაციით, დაპირისპირებულები და დაჭრილები წარსულში ნასამართლევი, გიორგი ჩუხრუკიძე, მეტსახელად ჩუხრუ და ლექსო რაზმაძე არიან. მათივე ცნობით, ლექსო რაზმაძე პოლიციელის მკვლელობისთვისაა ნასამართლევი.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცებს ერთმანეთში კონფლიქტი წარსულშიც ჰქონდათ და ერთმანეთი დანით სხვა დროსაც დაუჭრიათ.
დაშავებულები გორის ჰოსპიტალში არიან გადაყვანილები, ერთ-ერთი მათგანის მდგომარეობა შედარებით მძიმეა.























