
გორის საკარანტინო სივრცეში ლუგარის ლაბორატორიიდან ოთხ ტესტზე ელოდებიან პასუხებს. ამის შესახებ საავადმყოფოს დირექტორმა დავით ბარლიანმა განაცხადა. მისი თქმით, დღეს საკარანტინო სივრცე 8 პაციენტმა დატოვა.
„ამჟამად, ყველა პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ხვალ და ზეგ იმ პაციენტებს გავწერთ, რომელთაც საკარანტინო ვადა გაუვიდათ“, – განაცხადა დავით ბარლიანმა.
დღეის მდგომარეობით, გორის საკარანტინო სივრცეში იმყოფება 49 პაციენტი. საკარანტინო სივრცით სულ 57-მა პაციენტმა ისარგებლა. აქედან 8 პაციენტი უკვე გაწერეს. 57 პაციენტიდან საეჭვოდ მიიჩნიეს 20 პაციენტის მდგომარეობა, თუმცა მათ ტესტებზე უარყოფითი პასუხია მიღებული.
ავტორი: თათია გოლოშვილი






















