21:50 | 2021-06-24 ავტორი: Prime Time

გორში პოლიციელს თავს დაესხნენ – დაკავებულია ერთი პირი

გორში პოლიციელს თავს დაესხნენ – დაკავებულია ერთი პირი

გორში პოლიციელს თავს დაესხნენ, დაკავებულია ერთი პირი. შემთხვევა ცოტა ხნის წინ სტალინის სახლმუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

 

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, დაკავებულს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და იგი უკვე პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი.

 

როგორც „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 353-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

 

ავტორი: Prime Time

X