
ორთაჭალაში, წმინდა ნიკოლოზის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი იყო.
ცეცხლი ბალახსა და მწვანე ნარგავებს გაუჩნდა.
ადგილობრივი მცხოვრებლების განცხადებით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი შესაძლოა, მიმდებარე ტერიტორიაზე გაშვებული ხანგრძლივი ფოიერვერკი გამხდარიყო.
ადგილზე ხუთი სახანძრო ჯგუფი მუშაობდა. ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.
ნახეთ ვიდეო






















