12:45 | 2020-12-15 ავტორი: Prime Time

გრიგოლ ვაშაძის პარტიიდან წასვლის მიზეზი ვანო მერაბიშვილი გახდა?

გრიგოლ ვაშაძის პარტიიდან წასვლის მიზეზი ვანო მერაბიშვილი გახდა?

პატივს ვცემ გრიგოლ ვაშაძეს. ენმ-დან მისი წასვლა მოსალოდნელი იყო. მესმის მისი. შეუთავსებელთა შეთავსება შეუძლებელია. წარმატებებს ვუსურვებ, – ამის შესახებ “რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი, დავით ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

ბერძენიშვილის პოსტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მთავარი კითხვა, რაც მისმა სტატუსმა გააჩინა იყო, თუ ვისთან და რასთან შეუთავსებლობის გამო დატოვა პარტია გრიგოლ ვაშაძემ. რაზეც ბერძენიშვილი პასუხობს, რომ სია გრძელია, თუმცა ერთ-ერთი ადამიანი ვანო მერაბიშვილია ვის გამოც ვაშაძე “ნაციონალური მოძრაობიდან” წავიდა.

 

ვანო მერაბიშვილთან, მაგალითად. არ გავაგრძელებდი სიას და ამ თემას აქ”, – წერს ბერძენიშვილი კომენტარებში.

 

გრიგოლ ვაშაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვების შესახებ ინფორმაცია რამდენიმე საათის წინ გაავრცელა და ამის მიზეზები განმარტა.

 

ვაშაძე გავრცელებულ განცხადებაში ამბობს, რომ არ შეუძლია იყოს იქ, სადაც ვერ ვხედავ შეცდომებზე სწავლის სურვილს.

ავტორი: Prime Time

X